top of page
245416555_4893122350707623_2867024773944823971_n.jpg

სალომე ხოფერია დაიბადა 1991 წელს. 

2013 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი.

2015 წელს გახდა მაგისტრი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. 

 

სწავლის პარალელურად მუშაობდა არა ერთ წამყვან საპროექტოში და არქიტეტქურულ კომპანიაში. პრაქტიკული და თეორიული ცოდნის გამყარების შემდეგ გადაწყვიტა თავისი საპროექტოს შექმნა.

2016 წელს დააარსა თავისი კომპანია, რომელსაც ჩაუდგა სათავეში და რომლის საშუალებითაც შეძლო დაეპროექტებინა მას და მის გუნდს არა ერთი განსხვავებული და დასამასხოვრებელი შენობა.

არქიტექტურული ფილოსოფია

ჩვენ გვჯერა დიზაინის ტრანსფორმაციული ძალის. ჩვენი ფილოსოფია ემყარება იმ აზრს, რომ არქიტექტურა უფრო მეტია, ვიდრე შენობების დაპროექტება და მშენებლობა;  ჩვენ ვიღებთ შთაგონებას ჩვენი დამკვეთების უნიკალური ისტორიებიდან, მისწრაფებებიდან და პიროვნებებიდან. ჩვენ პროექტებში გაერთიანებულია კრეატიულობა ფუნქციონალურობასთან.

რატომ ჩვენი არქიტექტურა:

კომპანიის დაარსება არ იყო მხოლოდ კარიერული ნაბიჯი; ეს იყო მოწოდება. ჩვენ გვჯერა, რომ არქიტექტურა არის ხელოვნების ის ფორმა, რომელმაც უნდა გაამდიდროს ცხოვრება და გაუძლოს დროს. ჩვენ  ვხელმძღვანელობთ მარტივი, მაგრამ ღრმა პრინციპით - შევქმნათ გარემო, რომელიც არა მხოლოდ აკმაყოფილებს დღევანდელ მოთხოვნილებებს, არამედ ითვალისწინებს ხვალინდელ სურვილებს.

18d435e0ff30cc685936458410fff9c0.jpg
bottom of page